თბილისში საათობრივი პარკირების საპილოტე პროექტი 1-ლი ივლისიდან ამოქმედდება - Palitra News

თბილისში საათობრივი პარკირების საპილოტე პროექტი 1-ლი ივლისიდან ამოქმედდება

2019-02-21 19:44:16+04:00

თბილისში, საათობრივი პარკირების საპილოტე პროექტი 1-ლი ივლისიდან ამოქმედდება. პროექტი,დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე, საათობრივი პარკირების საფასურის გადახდას გულისხმობს. თუმცა, საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ პარკირებულ ავტომობილებს, საათობრივი საფასურის გადახდა არ მოუწევთ. ახალი ინიციატივით მერიას მიწათსარგებლობის გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფმა მიმართა. ჯგუფის წევრების თქმით, უმჯობესი იქნება, თუ ქალაქის ცენტრალურ ნაწილში არსებული საპარკინგე ადგილების 20% მუდმივად თავისუფალი იქნება. ხოლო იმ შემთხვევაში თუ ავტომფლობელები ამ 20%-საც აითვისებენ, მერიამ პარკირების საფასური უნდა გაზარდოს. მათივე თქმით, თბილისის ცენტრალურ ნაწილში პარკირება ძვირი უნდა ღირდეს, შუალედურ ზონებთან შედარებით.თბილისის მერიაში ამბობენ, რომ საათობრივი პარკირებიდან მიღებული თანხა, დედაქალაქის ბიუჯეტში შევა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებას მოხმარდება.