"თიბისი ბანკი" მილიონიან ჯარიმას გადაიხდის - ყველა დეტალი, რაც ამ საქმეზე უნდა იცოდეთ - Palitra News

"თიბისი ბანკი" მილიონიან ჯარიმას გადაიხდის - ყველა დეტალი, რაც ამ საქმეზე უნდა იცოდეთ

2019-02-21 16:40:59+04:00

მამუკა ხაზარაძე „თიბისი" ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ტოვებს. ამის შესახებ მამუკა ხაზარაძე „ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს. დღეს ლონდონში ბანკის სამეთვალყურეო საბჭომ მიიღო გადაწვეტილება ეროვნულ ბანკთან სამართლებრივი დავის შეწყვეტასთან დაკავშირებით, მხოლოდ და მხოლოდ ბანკის, მისი აქციონერების და დეპოზიტარების ინტერესებიდან გამომდინარე. შესაბამისად, მე მივიღე გადაწყვეტილება წავიდე ბანკიდან, სადაც ჩემი ცხოვრების 27 წელი გავატარე, ბანკიდან, რომელიც 500 დოლარიდან რეგიონის უმსხვილეს მოთამაშედ ვაქციე ჩემს გუნდთან ერთად.იმედია, ეს გადაწყვეტილება დადებითად იმოქმედებს ბანკის მომავალ სტაბილურ და მშვიდ გარემოში განვითარებაზე, მე კი მთელ ჩემს ენერგიას ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს - ანაკლიის პროექტის განხორციელებას მივუძღვნი. იმედია, დამცალდება საქმის ბოლომდე მიყვანა. მამუკა ხაზარაძის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას პრაგმატულს უწოდებს საზოგადოება და ბანკების დამფუძნებელი. გიორგი კეპულაძის თქმით, ამ ნაბიჯით ხაზარაძემ დაიცვა ბანკის ინტერესები. გიორგი კეპულაძე ფიქრობს რომ თიბისის დამფუძნებლებმა პიროვნულ ინტერესებზე მაღლა ფინანსური ინტერესები დააყენეს.სამეთვალყურეო საბჭოდან მიდის ბანკის კიდევ ერთი დამფუძნებელი აქციონერი ბადრი ჯაფარიძეც. ამასთან, თიბისი ბანკი წყვეტს სასამართლო დავებს ეროვნული ბანკის წინააღმდეგ და გადაიხდის მარეგულირებლის მიერ ჯარიმის სახით დაკისრებულ 1 მილიონ ლარს.თიბისი ბანკის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს ეროვნული ბანკი. მარეგულირებელი მიესალმება მამუკა ხაზარაძის გადაწყვეტილებას. სების განცხადებაში აღნიშნულია: „აღნიშნული დადებითად აისახება ბანკის გამჭირვალობაზე და გაზრდის ნდობას ინვესტორთა მხრიდან, რაც, საბოლოო ჯამში, პოზიტიურ გავლენას იქონიებს როგორც ბანკის, ასევე ქვეყნის საფინანსო სექტორის განვითარებაზე. ეროვნული ბანკი, თავის უფლებამოსილების ფარგლებში, აგრძელებს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესრულების მონიტორინგს. ამით ორივე მხრიდან ეს კონკრეტული საკითხი ამოწურულია„თიბისი ბანკის“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეობიდან გადადგომის მიუხედავად, მზად არის, 26 თებერვალს, პარლამენტში მივიდეს. ხაზარაძე დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე „ევროპულმა საქართველომ“ მიიწვია.