მამუკა ხაზარაძე - მთელ ჩემს ენერგიას ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს - ანაკლიის პროექტის განხორციელებას მივუძღვნი - Palitra News

მამუკა ხაზარაძე - მთელ ჩემს ენერგიას ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს - ანაკლიის პროექტის განხორციელებას მივუძღვნი

2019-02-21 10:57:13+04:00

"მთელ ჩემს ენერგიას ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს" - ანაკლიის პროექტის განხორციელებას მივუძღვნი. ამის შესახებ "თიბისი ბანკის" დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე აცხადებს.ხაზარაძე სოციალურ ქსელში თავის გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში იმედოვნებს, რომ საქმის ბოლომდე მიყვანა დასცალდება."იმედია, ეს გადაწყვეტილება დადებითად იმოქმედებს ბანკის მომავალ სტაბილურ და მშვიდ გარემოში განვითარებაზე, მე კი მთელ ჩემს ენერგიას ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს - ანაკლიის პროექტის განხორციელებას მივუძღვნი. იმედია, დამცალდება საქმის ბოლომდე მიყვანა" - ნათქვამია ხაზარაძის განცხადებაში.