ქართველი პედაგოგი, "მასწავლებლის ეროვნული ჯილდო" 2017 წლის გამარჯვებული ლადო აფხაზავა 2019 წლის "მასწავლებლის გლობალური ჯილდოს" საუკეთესო 10 მასწავლებელს შორის მოხვდა. ფინალისტები რამდენიმე საათის წინ გამოვლინდნენ. ისინი მსახიობმა ჰიუ ჯეკმანმა დაასახელა. ფინალში მასთან ერთად ბრაზილიის, დიდი ბრიტანეთის, ნიდერლანდების, ინდოეთის, არგენტინის, ავსტრალიის, იაპონიის, აშშ-ს, არგენტინისა და კენიის წარმომადგენელი პედაგოგები მოხვდნენ.ლადო აფხაზავა ლანჩხუთის რაიონის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგია.