დავრჩები თუ არა გუნდში, პარლამენტის კენჭისყრაზეა დამოკიდებული - ეკა ბესელია - Palitra News

დავრჩები თუ არა გუნდში, პარლამენტის კენჭისყრაზეა დამოკიდებული - ეკა ბესელია

2019-02-20 22:22:05+04:00

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ეკა ბესელიას განცხადებით, დატოვებს თუ არა უმრავლესობას, დამოკიდებულია იმაზე დაუჭერს თუ არა მხარს მმართველი გუნდი მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერებასთან დაკავშირებით მომზადებულ კანონპროექტს. აღნიშნული კანონპროექტი ეკა ბესელიამ უმრავლესობის კიდევ 8 დეპუტატთან ერთად მოამზადა.