"დღის თემა" - ყველაფერი, რაც საათობრივი პარკირების გადასახადის დაწესებაზე ცნობილია - Palitra News

"დღის თემა" - ყველაფერი, რაც საათობრივი პარკირების გადასახადის დაწესებაზე ცნობილია

2019-02-20 19:13:19+04:00

დედაქალაქში პარკირებაზე საათობრივი გადასახადი, თავდაპირველად რამდენიმე ქუჩაზე, 1-ელი ივლისიდან დაწესდება. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, საპილოტე პროექტი თავდაპირველად კოტე აფხაზისა (ლესელიძის) და მის მიმდებარე ქუჩებზე დაინერგება.