შსს-მ პატრულ-ინსპექტორი დააკავა - რამდენ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს დანაშაული? - Palitra News

შსს-მ პატრულ-ინსპექტორი დააკავა - რამდენ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს დანაშაული?

2019-02-20 16:05:28+04:00

შინაგან საქმეთა სამინისტრომ პატრულ-ინსპექტორი დააკავა. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ედება ბრალი.„შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს - პატრულ-ინსპექტორი, მესაზღვრე-კონტროლიორი ქ.ჩ. დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - აცხადებენ შსს-ში.