კომპანია "ბიდიომ" პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ტექნიკური მხარდაჭერისა და ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კომპონენტების შედეგების ეფიქტურობა გამოიკვლია. საერთო ჯამში კომპანიამ პროგრამაში ჩართული 85 ბენეფიციარის საქმიანობა შეისწავლა და დაადგინა, რომ 2014-2018 წლებში მათ მიერ მიღებული მთლიანი შემოსავალი 390 მილიონი ლარია. ამასთან პროგრამის ფარგლებში კომპანიების მიერ გადახდილი გადასახადები 42 მილიონ ლარს აჭარბებს. ბიდიოს წარმომადგებნელმა არსებულ გამოწვევებზეც ისაუბრა. პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ხელმძღვანელი მიხეილ ხიდურელი კი ამბობს, რომ პროგრამის ფარგლებში არაერთი ექსპორტზე ორიენტირებული საწარმო შეიქმნა. კომპანიების წარმომადგენლები ამბობენ, რომ პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ მათ ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებასა და წარმოების განვითარებაში დაეხმარა. ბენეფიციარების განცხადებით, ქვეყანაში ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად კვლავ ფინანსებზე ხელმისაწვდომობა რჩება. ამ კუთხით, კომპანიების წარმომადგენლები საქართველოში საკრედიტო საგარანტიოო ფონდის ამოქმედების იმედად არიან. როგორც ცნობილია, 1-ელი აპრილიდან ქვეყანაში საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი ამოქმედდება. პროგრამის ფარგლებში მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტება 250 მილიონი ლარით გაიზრდება.ბიდიოს მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ პროგრამის აწარმოე საქართველოში მონაწილე ასი ბენეფიციარიდან 7 ლიკვიდირებულია. ამასთან, ცნობილია რომ შვიდივე მათგანი სტარტაპი იყო.