„ევროპული საქართველოს“ წევრის, ოთარ კახიძის განცხადებით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ვალდებულია პარლამენტში მივიდეს და „თიბისი ბანკის“ საქმესთან დაკავშირებულ კითხვებს უპასუხოს. როგორც კახიძემ ტელეკომპანია „პალიტრა ნიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, საპარლამენტო უმცირესობა კობა გვენეტაძეს დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის პირველივე სხდომაზევე ელოდებიან. მისივე თქმით, თიბისი ბანკთან და ანაკლიის პორტთან დაკავშირებით კითხვები დაისმება ინფრასტრუქტურის მინისტრთანაც, რომლის მოსმენაც პარლამენტში 20 თებერვალს გაიმართება. რაც შეეხება უმრავლესობის შეფასებებს, კახიძის განცხადებით, ისინი არიან ბიძინა ივანიშვილის მორჩილები, რომლებიც მის წინააღმდეგ ხმას ვერ იღებენ.