რეგიონული განვითარების სამინისტრო სამხედრო სამსახურის შესახებ კანონზე განმარტებას აკეთებს - Palitra News

რეგიონული განვითარების სამინისტრო სამხედრო სამსახურის შესახებ კანონზე განმარტებას აკეთებს

2019-02-18 16:11:01+04:00

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო "სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ" კანონთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს. სამინისტროს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ "სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ" კანონი ეხება მოსახლეობის დიდ ნაწილს და არსებობს მაღალი საჯარო ინტერესი, ამდენად სამინისტრო მიმართავს ყველა დაინტერესებულ ჯგუფს და პოლიტიკურ პარტიებს, თავი შეიკავონ საკითხის არასწორი ინტერპრეტაციებისაგან. კერძოდ, კანონპროექტი ითვალისწინებს მათ შორის სამართლებრივ შეზღუდვებს საჯარო სამსახურში დანიშვნის კუთხით იმ მოქალაქეთა მიმართ, რომელთაც არ გაუვლიათ სამხედრო სავალდებულო სამსახური.