ჩინეთში ვირტუალურ რელსებზე მოძრავი ელექტრომატარებელი გამოსცადეს - Palitra News

ჩინეთში ვირტუალურ რელსებზე მოძრავი ელექტრომატარებელი გამოსცადეს

2019-02-18 11:28:09+04:00

30 მეტრი სიგრძის მატარებელი ქალაქ ჰარბინში, 30-გრადუსიანი ყინვის პირობებში გამოსცადეს. ახალი ელექტრომატარებელი 300 მგზავრს იტევს და საათში 70 კილომეტრ სიჩქარეს ავითარებს. 10 წუთის განმავლობაში დამუხტული აკუმულატორებით მას 25 კილომეტრის გავლა შეუძლია.

ელექტრომატარებელი სენსორებითაა აღჭურვილი, რომელთა წყალობითაც მას მარშრუტის დადგენა და გავლა, გზის ხარისხისა და სიგანის მიუხედავად, შეუძლია.