საქართველოს საბანკო ასოციაცია თი-ბი-სი ბანკის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს განცხადებით გამოეხმაურა. განცხადებაში ნათქვამია, რომ "საქართველოს საბანკო ასოციაცია" მხარს უჭერს "თიბისი ბანკს" და მოუწოდებს დაინტერესებულ მხარეებს, თავი შეიკავონ ზედმეტი ინსინუაციებისაგან. მათივე პოზიციით, მისასალმებელია "თიბისი ბანკის" მენეჯმენტის გადაწყვეტილება, გამოიყენოს მის ხელთ არსებული სამართლებრივი გზები და სასამართლოს მეშვეობით დაიცვას აქციონერებისა და ბანკის ინტერესები. შეგახსენებთ, ეროვნული ბანკი "თიბისი ბანკისგან" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის მიერ საბჭოს წევრობის დატოვებას ითხოვს. მათივე ინფორმაციით, რეგულატორის მოთხოვნა 2007-2008 წელს შესრულებულ კონკრეტულ ტრანზაქციებს უკავშირდება.