თბილისში, სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია - Palitra News

თბილისში, სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია

2019-02-14 12:00:49+04:00

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანახმად, დაახლოებით დინამოს ბაზრობასთან მეორადი ტანსაცმლის საწყობი იწვის. წინასწარი ინფორმაციით, დამწვარია 200 კვადრატული მეტრის ფართობის ტერიტორია. ამჟამად ხანძრის ლოკალიზება მიმდინარეობს, მობილიზებულია 9 მანქანაა. წინასწარი ინფორმაციით, არავინ დაშავებულა.