აშშ-ის საგანგებო სიტუაციების მართვის ფედერალური სააგენტოს ხელმძღვანელი თანამდებობას ტოვებს - Palitra News

აშშ-ის საგანგებო სიტუაციების მართვის ფედერალური სააგენტოს ხელმძღვანელი თანამდებობას ტოვებს

2019-02-14 11:04:32+04:00

აშშ-ის საგანგებო სიტუაციების მართვის ფედერალური სააგენტოს ხელმძღვანელი თანამდებობას ტოვებს. ბროკ ლონგი ბოლო მაღალჩინოსანია, რომელმაც დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. "დროა წავიდე სახლში ჩემს ოჯახთან" - განაცხადა ლონგმა. ბროკ ლონგი აღნიშნულ პოსტს 2017 წლის ივნისიდან იკავებს, მას რამდენიმეჯერ მოუწია ექსტრემალური ბუნებრივი კატასტროფების შედეგებთან ბრძოლა, მათ შორის ქარშხილების ჰარვის, ირმასა და მარიასთან გამკლავება, რა დროსაც სტიქიას 3000-ზე მეტი ადამიანი შეეწირა.