პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს შექმნის საკანონმდებლო ინიციატივაზე მსჯელობს პროექტის თანახმად, ეროვნული უსაფრთხოების საბჭო ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვას გაუწევს კოორდინაციას და მის შემადგენლობაში შევა რვა მუდმივმოქმედი წევრი და უსაფრთხოების საბჭოს მდივანი საბჭოს ერთ-ერთი მუდმივმოქმედი წევრი იქნება. ამასთან, საბჭოს ეყოლება ცალკე, დამოუკიდებელი აპარატი. ეროვნული უსაფრთხოების საბჭოსთვის დაფინანსება განხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტით.