იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი სერგო მეთოფიშვილი საკანონდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას მიმართავს. მისი შეფასებით, ხელისუფლების შეცვლიდან თითქმის 7 წლის თავზე, გარკვეულმა პოლიტიკოსებმა და პოლიტიზირებული NGO-ების წარმომადგენლებმა უპრეცედენტო თავდასხმა განახორციელეს სასამართლოს დამოუკიდებლობაზე. მან ხააზი გაუსვა ანა დოლიძის ბოლო განცხადებას მოსამართლეების შესახებ, რომლის მიხედვითაც უვადო მოსამართლეობის კანდიდატურაზე არის ხალხი რომელიც ციხეში უნდა იჯდეს, მეთოფიშვილის თქმით უფრო და უფრო ხმამაღლა ისმის ციხეში დაჭერის მუქარა მოსამართლეების მიმართ.