"ქუჩის ბიჭების" წევრის, ირაკლი ნოზაძის მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულებს პატიმრობა მიესაჯათ - Palitra News

"ქუჩის ბიჭების" წევრის, ირაკლი ნოზაძის მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულებს პატიმრობა მიესაჯათ

2019-02-12 16:59:59+04:00

ჯგუფ "ქუჩის ბიჭების" წევრის, ირაკლი ნოზაძის მკვლელობის მცდელობის ბრალდების საქმეზე სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა. სასამართლომ დამნაშავედ ცნო განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული და მას 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ხოლო დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულს - 2 წლის ვადით. სასამართლოს განმარტებით, საქმის არსებითად განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებებით, სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, ბრალდებულების მიერ, ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენის ფაქტი.