ბათუმში ნარკორეალიზების ბრალდებით ორი პირი დააკავეს - Palitra News

ბათუმში ნარკორეალიზების ბრალდებით ორი პირი დააკავეს

2019-02-10 17:16:25+04:00

ბათუმში ნარკორეალიზების ბრალდებით ორი პირი დააკავეს გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცველებმა დაკავებულებისგან ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვები და აღნიშნული შესყიდვების ფარული ვიდეო-აუდიო ჩაწერა განახორციელეს. პოლიციამ მათ მიერ უკანონოდ გაყიდული ცხრა აბი „სუბოქსინი“ ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს. დანაშაული რვიდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.