ვისი სახელით აიტვირთა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები FACEBOOK-ზე? - დაადგინეს მოქალაქის სავარაუდო ვინაობა, რომელიც სომხეთის ციხეში მკვლელობისთვის ზის - Palitra News

ვისი სახელით აიტვირთა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები FACEBOOK-ზე? - დაადგინეს მოქალაქის სავარაუდო ვინაობა, რომელიც სომხეთის ციხეში მკვლელობისთვის ზის

2019-02-09 19:37:44+04:00

შსს-მ პირადი ცხოვრების საიდუმლოების ამსახველი მონაცემის გავრცელების საქმეზე FACEBOOK -ის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობის შედეგად, საქართველოს მოქალაქის სავარაუდო ვინაობა დაადგინა, რომელიც სომხეთის ერთ-ერთ ციხეში მკვლელობისთვის იხდის სასჯელს.„პალიტრანიუსი" აღნიშნულთან დაკავშირებით შსს-ს დაუკავშირდა, სადაც განუცხადეს, რომ facebook-ის გვერდით - “buba lomtatidze”-ის სარეგისტრაციო სახელით, სავარაუდოდ, სარგებლობდა საქართველოს მოქალაქე დ.ი, რომელმაც სოციალური ქსელის მეშვეობით მიმდინარე წლის იანვარში, ინტერნეტ-სივრცეში არაერთხელ გაავრცელა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები. ქართველი და სომეხი სამართალდამცველების თანამშრომლობით საქართველოს მოქალაქის საკნის ჩხრეკისას, ამოღებულია მისი კუთვნილი „samsung”-ის მოდელის მობილური ტელეფონი. პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების საქმეზე გამოძიების ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტრომ 17 პირი დააკავა, მათ შორის პირი, რომელმაც "youtube"-ზე კადრები ატვირთა.