დააკავეს არასრულწლოვანი, რომელმაც ორი მაღაზია, რესტორანი და ტურისტული ოფისი გაქურდა - ბრალდებულს 5 წლამდე პატიმრობა ელის - Palitra News

დააკავეს არასრულწლოვანი, რომელმაც ორი მაღაზია, რესტორანი და ტურისტული ოფისი გაქურდა - ბრალდებულს 5 წლამდე პატიმრობა ელის

2019-02-09 11:50:31+04:00

სამართალდამცველებმა არასრულწლოვანი ქურდობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა თბილისში მდებარე ორი მაღაზია, რესტორანი და ტურისტული ოფისი გაქურდა. სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთების ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღეს. დანაშაული 3-დან 5-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.