ფილიპინების დედაქალაქში წითელას ეპიდემია გამოცხადდა. ბიბისის ცნობით, მანილაში 1-დან 19 იანვრის ჩათვლით წითელათი დაინფიცირების 196 შემთხვევა გამოვლინდა. 1 თებერვლამდე კი დაახლოებით 861 სავარაუდო დაინფიცირების შემთხვევაა აღრიცხული. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, დაახლოებით 50 ადამიანი, მათ შორის უმრავლესობა ბავშვები, სწორედ წითელას შედეგად დაიღუპა. როგორც ოფიციალურ უწყებებში აცხადებენ, დაახლოებით 2,4 მილიონი აუცრელი ბავშვი რისკის წინაშეა. ექიმები მშობლებს მოუწოდებენ, წითელას გართულების შემთხვევაში დაუყონებლივ მიმართონ სამედიცინო უწყებებს.