"დღეს ვახდენთ კანონმდებლობის ინიცირებას, რომ უმაღლესი განათლების შესახებ კანონში შევიდეს ცვლილებები და ზოგადი უნარების ტესტი გახდეს სავალდებულო" - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრმა სერგი კაპანაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, "ევროპულმა საქართველომ" გადაწყვიტა, რომ საკანონმდებლო ორგანოში დაარეგისტრიროს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ეხება იმას, რომ ზოგადი უნარების ტესტი გახდეს სავალდებულო კანონის დონეზე, როგორც ეს იყო ბოლო 15 წლის განმავლობაში.