მეცნიერებმა კვლევებით, დაადგინეს,რომ ცენტრალირი გათბობის რადიატორები ყველაზე ხშირად რესპირატორულ დაავადებებ იწვევს. არასაკმარისი ტენიანობა და მაღალი ტემპერატურა ძილიანობის, გაღიზიანების, ყურადღების კონცენტრაციის შემცირებისა და გულმავიწყობის გამომწვევი მიზეზია.
გათბობის მოწყობილობებით გამოწვეულ ჰაერის სიმშრალეს და მაღალ ტემპერატურას კოსმეტოლოგები კანის ნაადრევ სიბერეს, ნაოჭების გაჩენას და თმის მსხვრევადობას უკავშირებენ.
ინგლისის ქალაქ იორკის საავადმყოფოს თანამშრომლების ჩატარებული კვლევის თანახმად, ცივი ქუჩიდან ცხელ შენობაში შესვლა სისხლძარღვების სპაზმს იწვევს და გულს აიძულებს გაზრდილი დატვირთვით იმუშაოს. პრობლემას ვერ აგვარებს ტენიანობის გაზრდაც, რომელიც გრიპის და გაციების პროფილაქტიკისთვის არის რეკომენდირებული. იმისთვის რომ მაღალი წნევა და გულის სპაზმი ავიცილოთ თავიდან, ექიმები ტემპერატურის 18-20С შემცირებას გვირჩევენ.
სიცხისა და ჰაერის სიმშრალის დროს ზიანდება მხედველობაც. არაჯანსაღი ატმოსფერო, კუნთების დაჭიმულობას და თვალების იშვიათი ხამხამი „მშრალი თვალის სინდრომს“ იწვევს. საცრემლე სითხის ნაკლებობა, რომელსაც რქოვანაში ჟანგბადი და მკვებავი ნივთიერებები გადააქვს, მხედველობას აქვეითებს.
თუ სიმშრალის მიზეზი ნამდვილად ჩართული გამათბობელია, მედიკოსები გვირჩევენ გამოვიყებოთ სპეციალური ოთახის დამატენიანებელი მოწყობილობა, როლის საშუალებითაც თავს აირიდებთ ჰაერის გამოშრობისგან.