გაიზარდა მობილური მომხმარებლების რიცხვი, რომლებმაც მავნე პროგრამების თავდასხმა განიცადეს - Palitra News

გაიზარდა მობილური მომხმარებლების რიცხვი, რომლებმაც მავნე პროგრამების თავდასხმა განიცადეს

2019-02-05 14:39:07+04:00

საქართველოში იმ მობილურების მომხმარებელთა წილმა, რომლებზეც მავნე პროგრამებით თავდასხმა განხორციელდა, 2018 წლისთვის 5,17% შეადგინა, მაშინ როცა 2017 წელს ეს მაჩვენებელი - 4,71% იყო. ამის შესახებ „კასპერსკის ლაბორატორიის“ მონაცემებშია ასახული.ანგარიშის მიხედვით, მეზობელ აზერბაიჯანსა და სომხეთში ეს მაჩვენებელი შედარებით ნაკლებია. კერძოდ, სომხეთში მავნე პროგრამებით თავდასხმამ გასულ წელს 4,76%, ხოლო აზერბაიჯანში 2,95% შეადგინა.

მობილურების „დავირუსების“ თავიდან ასაცილებლად, ექსპერტები რეკომენდაციას იძლევიან, რომ მომხმარებლებმა მხოლოდ სანდო წყაროებიდან გადმოტვირთონ პროგრამები და გამორთონ პარამეტრებში ის შესაძლებლობა, რომელიც პროგრამების გვერდითი წყაროებიდან დაყენების საშუალებას იძლევა. აგრეთვე, საჭიროა სისტემა და მნიშვნელოვანი პროგრამები დროულად იქნას განახლებული.