იქროლებს ძლიერი ქარი - თბილისში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი - Palitra News

იქროლებს ძლიერი ქარი - თბილისში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი

2019-02-04 20:15:17+04:00

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 4-6 თებერვალს საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. როგორც „პალიტრანიუსს“ სააგენტოდან აცნობეს, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ზოგან იქროლებს ძლიერი ქარი, თბილისში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. 7 თებერვალს, ჰაერის ტემპერატურა +16 გრადუსამდე მოიმატებს.