საქართველოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელებისთვის სავალდებულო დაზღვევა შემოდის - Palitra News

საქართველოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელებისთვის სავალდებულო დაზღვევა შემოდის

2019-02-04 14:04:47+04:00

საქართველოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელებისთვის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა შემოდის. საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც მთავრობამ მოამზადა, პარლამენტში ინიცირებისათვის მზად არის. კანონპროექტი წლიური სადაზღვევო პრემიის მინიმალურ და მაქსიმალურ ოდენობებს ავტოსატრანსპორტო საშუალებების კატეგორიების მიხედვით ადგენს, რომელიც არის წლიური და ავტოსასატრანსპორტო საშუალების კატეგორიების მიხედვით განისაზღვრება. საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტის ბიუროს დღეს წარედგინება.