ეკა ბესელიამ პოლიტიკურ ოპოზიციას იმდენი უხერხულობა და პრობლემები შეუქმნა, იმდენჯერ გაამწარა, რომ ისინი თუ აპირებდნენ, აქამდეც გაავრცელებდნენ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის სამუშაო შეხვედრიდან გამოსულმა დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ განუცხადა.ის გამოეხმაურა გიორგი ვაშაძის განცხადებას, რომელმაც პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეო-ჩანაწერის გავრცელებაში სპეცსამსახურები დაადანაშაულა.