რა გადაწყვეტილება მიიღო ფარული ვიდეოჩანაწერების საქმეზე დაკავებული 9 პირის მიმართ მოსამართლემ დახურულ სხდომაზე? - Palitra News

რა გადაწყვეტილება მიიღო ფარული ვიდეოჩანაწერების საქმეზე დაკავებული 9 პირის მიმართ მოსამართლემ დახურულ სხდომაზე?

2019-02-02 17:31:19+04:00

ფარული ვიდეოჩანაწერების საქმეზე დაკავებული 9 პირიდან ორს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, 7 პირს კი, აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეეფარდა პატიმრობის უზრუნველყოფით. აღნიშნული შუამდგომლობით, მოსამართლე მერაბ ჯორბენაძემ პროკურატურის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა.აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ - ანტონ ღლონტს და თემურ ირემაძეს. ხოლო აღკვეთის ღონისძიების სახით მაია ბერიძეს- 10 000-ლარიანი, მარიამ ჩადუნელს - 2 000- ლარიანი, ანი აროშიძეს - 2 ათას ლარიანი, თენგიზ ირემაძეს - 3000-ლარიანი, ნონა ჟორჟაძეს - 2000-ლარიანი, გიორგი გასვიანს - 1 500-ლარიანი, ირაკლი ქასრაშვილს - 3 000-ლარიანი გირაო შეეფარდათ.აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მერაბ ჯორბენაძემ გამოაცხადა. სხდომა ბრალდების მხარის შუამდგომლობით დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა.

იხილეთ:

"ნანახიც არ აქვს ბოლომდე, არ აინტერესებს ეგეთი რაღაცეები" - კადრები და კომენტარები ფარული ვიდეოჩანაწერების საქმეზე დაკავებულების სასამართლო პროცესიდან