თბილისის საქალაქო სასამართლოში ფარული ვიდეოჩანაწერების საქმეზე დაკავებულების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სასამართლო დაკავებულებისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებას ითხოვს. სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს ერთ-ერთი დაკავებულის ირაკლი ქასრაშვილის ბიძამ განუცხადა, რომ ბრალდებული უდანაშაულოა, რადგან მას პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალა არავისთვის გაუგზავნია. ფარული ვიდეოჩანაწერების საქმეზე დაკავებულია 17 პირი, მათგან ცხრის აღმკვეთზე სასამართლო დღეს მსჯელობს. გამოძიების ინფორმაციით, აღნიშნული პირები სოციალური ქსელის და მობილური ინტერნეტ აპლიკაციის მეშვეობით ინახავდნენ და მასობრივად ავრცელებდნენ პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეო-ჩანაწერს. პროკურატურა დაკავებულების ნაწილისთვის გირაოს შეფარდებას ითხოვს, ნაწილისთვის კი პატიმრობას.
იხილეთ: