გაზრდილი ავარიების რიცხვი, გადადებული საფეხბურთო მატჩები და გაუქმებული ათობით ფრენა - დიდთოვლობა და დაბალი ტემპერატურა დიდ ბრიტანეთში - Palitra News

გაზრდილი ავარიების რიცხვი, გადადებული საფეხბურთო მატჩები და გაუქმებული ათობით ფრენა - დიდთოვლობა და დაბალი ტემპერატურა დიდ ბრიტანეთში

2019-02-02 13:34:44+04:00

დიდ ბრიტანეთში სტიქიას ებრძვიან. დიდთოვლობამ და ძლიერმა ყინვამ განსაკუთრებით უელსი და ინგლისის სამხრეთ ნაწილი დააზარალა. ძლიერი თოვის შედეგად ქვეყანაში არაერთი გზა ჩაიკეტა, გაზრდილია ავტოსაგზაო შემთხვევების რიცხვი. ძლიერი ყინვის გამო გადაიდო საფეხბურთო მატჩები. ლონდონის აეროპორტმა ათობით ფრენა გააუქმა. სინოპტიკოსების განცხადებით, დიდთოვლობა და დაბალი ტემპერატურა დიდ ბრიტანეთში კიდევ რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება.