შინაგან საქმეთა სამინისტრომ სოციალურ ქსელში გავრცელებული კიდევ ერთი ფარული ვიდეოჩანაწერი დაბლოკა. ამის შესახებ "პალიტრანიუსს" შს სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს. მათივე განმარტებით, ფაქტზე გამოძიება იმავე მუხლით მიმდინარეობს, რა მუხლითაც მოკვლევა აქამდე გავრცელებულ ფარულ კადრებთან დაკავშირებით დაიწყო. სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებით გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფას გულისხმობს. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში დეპუტატ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების შესახებ ფარული ჩანაწერები გავრცელდა, რაც შსს-მ ასევე დაბლოკა.