დავით სერგეენკო - ქეთევან წამებულის გამზირზე 7 ადამიანის გარდაცვალება სავარაუდოდ მხუთავმა აირმა - C0-მ გამოიწვია - Palitra News

დავით სერგეენკო - ქეთევან წამებულის გამზირზე 7 ადამიანის გარდაცვალება სავარაუდოდ მხუთავმა აირმა - C0-მ გამოიწვია

2019-01-31 15:05:54+04:00

ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს წინასწარი ინფორმაციით, ქეთევან წამებულის ქუჩაზე 7 ადამიანის გარდაცვალება მხუთავმა აირმა - C0-მ გამოიწვია. მისივე თქმით, არიან მხოლოდ გარდაცვლილები, დაშავებულების შესახებ არანაირი ინფორმაცია არ არის