ვენესუელაში ბოლოდროინდელი არეულობის დროს სულ მცირე 40 ადამიანი დაიღუპა, 850 კი დააკავეს - Palitra News

ვენესუელაში ბოლოდროინდელი არეულობის დროს სულ მცირე 40 ადამიანი დაიღუპა, 850 კი დააკავეს

2019-01-29 16:17:07+04:00

ვენესუელაში ბოლოდროინდელი არეულობის დროს სულ მცირე 40 ადამიანი დაიღუპა, 850 კი დააკავეს. ამის შესახებ გაერო იტყობინება. გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის პრესსპიკერი რუპერტ კოლვილი აცხადებს, რომ სამთავრობო ძალების მიერ სროლის შედეგად საპროტესტო გამოსვლებზე 26 ადამიანი დაიღუპა, ხუთი საცოხვრებელ სახლებში სპეცოპერაციის დროს მოკლეს, ხოლო 11 თავდასხმის შედეგად. რაც შეეხება დაკავების ფაქტებს, 21-დან 26 იანვრის ჩათვლით დააკავეს 850 ადამიანი, მათ შორის 77 არასრულწლოვანი, მათგან რამდენიმე 12 წლამდე ასაკისაა. ვენესუელაში ბოლო რამდენიმე კვირაა ანტისამთავრობო გამოსვლები იმართება. მოსახლეობა ეკონომიკური კრიზისის გამო ქვეყნის პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ გამოდის. ოპოზიციის ლიდერმა ხოსე გუაიდომ თავი პრეზიდენტად გამოაცხადა, იგი მსოფლიოს არაერთმა ქვეყანამ გარდამავალ პრეზიდენტად აღიარა.