ვაკის გამგებლის მოადგილის და წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე სასამართლო 28 იანვარს იმსჯელებს - Palitra News

ვაკის გამგებლის მოადგილის და წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე სასამართლო 28 იანვარს იმსჯელებს

2019-01-27 17:16:06+04:00

ვაკის გამგებლის მოადგილის, თეიმურაზ ჩოჩუას და წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარის გრიგოლ ივანეიშვილის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე სასამართლო 28 იანვარს იმსჯელებს. სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 11:30 საათზეა ჩანიშნული.წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარე გრიგოლ ივანეიშვილი სუს-მა 25 იანვარს დააკავა. გამოძიება მას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ედავება. ამავე საქმეზე ვაკის გამგებლის მოადგილე თეიმურაზ ჩოჩუა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 26 იანვარს ქრთამის აღებაში დახმარების ბრალდებით დააკავა.ორივე დაკავებულს ბრალი სუს-ში 26 იანვარს წარედგინა. არც ერთი ბრალდებული თავს დამნაშავედ არ თვლის.