ისტორიამ გაუტეხავ და მოუსყიდავ ქართველებს დამსახურებულად გმირები უწოდა. თუმცა, მათშორისაც არიან გამორჩეული პერსონები, რომლებიც ქმნიდნენ ეპოქას. მათ მაგალითზე თაობები უნდა იზრდებოდნენ, სამშობლოს მიმართ მათ სიყვარულზე ყველა უნდა საუბრობდეს და ყველგან უნდა იწერებოდეს. ასეთი იყო საქართველოსთვის თავდადებული, პატრიოტი კოტე აფხაზი. გენერალ აფხაზის ღვაწლი დროის ათვლას იმ დროდან იწყებს, რაც შეგნებული ცხოვრება დაიწყო და ამ ღირებულებებით, ნაადრევად დაასრულა კიდეც ჩეკისტთა გადაწყვეტილებით. მის განვლილ გზაზე საამაყო, ისოტიული ფილმის სცენარი დაიწერებოდა. მისი ღვაწლი პირდაპირი მოცემულობაა, თუ ვის მაგალითზე უნდა იზრდებოდნენ მომავალი საქართველოს დამცველები, დამოუკიდებლობის ქომაგები და თავისუფლების მოყვარეები.