ცხვირი დღე-ღამეში 17 ათას ლიტრ ჰაერს ატარებს. ჩასუნთქულ ჰაერში მოტივტივე მიკროორგანიზმების 60% ცხვირის ღრუში ილექება. დიდი ქალაქის მკვიდრი ყოველდღიურად დაახლოებით 500 მილიარდ მტვრის ნაწილაკს ჩაისუნთქავს. გარემოს არასასურველი ზემოქმედების შემცირებაში დაგვეხმარება ცხვირის ღრუს რეგულარული გამორეცხვა. მაგალითად, ბაქტერიებსა და ვირუსებს ცხვირის ღრუდან ორგანიზმში შესაჭრელად 4-8 საათი სჭირდებათ და თუ მათ მანამდე მოვიშორებთ, დაავადება უბრალოდ აღარ განვითარდება. ამრიგად, ცხვირის ღრუს გამორეცხვა პროფილაქტიკის შესანიშნავი საშუალებაა გრიპისა და მწვავე რესპირატორული ინფექციების სეზონზე.
ირიგაციული თერაპიით შესაძლებელია ალერგენებისა და ყველა სხვა მავნებლის მოცილება ლორწოვანის ზედაპირიდან. ცხვირის ღრუს გამორეცხვა ისეთივე აუცილებელი პროცედურაა, როგორიც კბილების გახეხვა. არსებობს ცხვირის გამორეცხვის რამდენიმე მეთოდი. სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ ეფექტურია ცხვირის სრული მოცულობითი გამორეცხვა. ამ დროს სითხე მთლიანად ავსებს ცხვირის ღრუს და ასუფთავებს ლორწოვანის ყველა ნაკეცს მთელ სიგრძეზე. აეროზოლის ან სპრეის ნაკადი მხოლოდ ცხვირის წინა ნაწილს წმენდს, სრული მოცულობითი გამორეცხვა კი მთელი ცხვირის ღრუს გამოსუფთავების საშუალებას გვაძლევს. ცხვირის ღრუს გამოსარეცხად უმჯობესია შევიძინოთ მზა ხსნარები.