ფოთში წითელას 9 შემთხვევა დაფიქსირდა - Palitra News

ფოთში წითელას 9 შემთხვევა დაფიქსირდა

2019-01-21 17:04:19+04:00

ფოთში წითელას ცხრა შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ავრცელებს. ინფექციის სიმპტომებით სხვადასხვა კლინიკას 9 პაციენტმა მიმართა. დაავადებულთა შორის ერთი მოზარდია. ინფექციით დაავადებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ექიმების განცხადებით, მათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდათ და ამჟამად მკურნალობას სახლში განაგრძობენ.