გერმანიიდან საქართველოს 62 მოქალაქეს გამოაძევეს - Palitra News

გერმანიიდან საქართველოს 62 მოქალაქეს გამოაძევეს

2019-01-18 09:55:51+04:00

გერმანიიდან საქართველოს 62 მოქალაქის დეპიორტაცია განხორციელდა. ინფორმაციას ამის შესახებ გერმანული მედია საქსონიის რეგიონის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. დეპორტირებულები გერმანიის სხვადასხვა რეგიონში თავშესაფარს ითხოვდნენ, თუმცა მოთხოვნაზე უარი მიღეს. ჩარტერული რეისი თბილისის მიმართულებით ლაიფციგის აეროპორტიდან შესრულდა. გასულ წელს საქსონიიდან საქართველოში სამი ანალოგიური რეისი განხორციელდა.