ქვეყანაში წითელას ეპიდაფეთქებაა - 3 რეგიონი, სადაც არის გავრცელების არეალი და ასაკი, რომელშიც უმეტესად გვხვდება დაავადება - Palitra News

ქვეყანაში წითელას ეპიდაფეთქებაა - 3 რეგიონი, სადაც არის გავრცელების არეალი და ასაკი, რომელშიც უმეტესად გვხვდება დაავადება

2019-01-17 15:13:35+04:00

1-ელი იანვრიდან 16 იანვრის ჩათვლით, საქართველოში წითელას 312 შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისი თქმით, ქვეყანაში წითელას ეპიდაფეთქებაა, გავრცელების არეალები კი კახეთი, იმერეთი და სამეგრელოა. ამასთან, როგორც მან აღნიშნა, დაავადების შემთხვევათა 56% ძირითადად, 20-დან 40 წლამდე ასაკის პირებშია გავრცელებული. ასევე გამყრელიძის განმარტებით, გამორიცხული არ არის, რომ დაავადება კიდევ უფრო გავრცელდეს, ამიტომ წითელას საწინააღმდეგოდ მთავრობის სპეციალური განკარგულება მომზადდა, სადაც წითელას საწინააღმდეგო ღონისძიებებია გათვალისწინებული.