თაკო ჩარკვიანი ახალ პარტიას თებერვალში დააფუძნებს - Palitra News

თაკო ჩარკვიანი ახალ პარტიას თებერვალში დააფუძნებს

2019-01-15 10:56:49+04:00

პუბლიცისტი თაკო ჩარკვიანი თებერვლის ბოლომდე ახალ პარტიას სახელწოდებით "კანონი და სამართალი" დააფუძნებს. როგორც თაკო ჩარკვიანმა პალიტრანიუსს განუცხადა, პარტიის პრეზენტაციის თარიღი და პროგრამა ზუსტდება. მისივე თქმით, პარტიის პირველი მიზანი იქნება კორუფციასთან ბრძოლა და შესაბამისად, ანტიკორუფციული გეგმის შემუშავება. ჩარკვიანის ინფორმაციით, მემარჯვენე-ცენტრისტული იდეოლოგიის გამტარებელი პარტია ორიენტირებული იქნება რეგიონულ განვითარებაზე.