ტაილანდში მოსახლეობა საპროტესტო აქციებს მართავს. მათი უკმაყოფილების მიზეზი ადგილობრივი ხელისუფლების მიერ არჩევნების კიდევ ერთხელ გადადებაა. აღსანიშნავია, რომ არჩევნების გადადება უკვე მე-5-დ მოხდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, არსებული საპროტესტო გამოსვლები ყველაზე მასშტაბურია ბოლო წლების განმავლობაში. შეგახსენებთ, რომ ტაილანდში არჩევნები ბოლოს 2011 წელს ჩატარდა. მოსახლეობა კი წლებია უშედეგოდ ითხოვს დემოკრატიულ არჩევნებს. უკანასკნელი 4 წლის განმავლობაში ათასობით ადამიანმა მთელი ქვეყნის მასშტაბით არაერთი საპროტესტო მსვლელობა გამართა.