კომპოზიტორ მანანა იმედაძის განცხადებით, დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ მის რძალს ვირუსთან ერთად მძიმე დაავადება ჰქონდა, აბსურდია. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს. "ამირან გამყრელიძის მიერ ვრცელდება ცრუ ინფორმაცია,რომ ჩემს სალომეს ვირუსთან ერთად ჰქონდა რაღაც, მძიმე ქრონიკული დაავადება,რომელსაც თითქოს ვერ აცხადებს ჩვენი, ანუ ოჯახის თანხმობის გარეშე, რაც არის სრული აბსურდი! ძალიან გთხოვთ, რომ თავი შეიკავოთ ასეთი ცრუ განცხადებებისგან, რადგან ოჯახს ისედაც გვეყოფა რა საშინელი ტრაგედიაც დაგვატყდა თავს" - წერს სოციალურ ქსელში კომპოზიტორ მანანა იმედაძე