დავით სერგეენკო - ამჟამად გრიპის ვირუსით კლინიკებში მკურნალობას გადის 640-მდე პაციენტი და მათგან 39 რეანიმაციულ განყოფილებაშია - Palitra News

დავით სერგეენკო - ამჟამად გრიპის ვირუსით კლინიკებში მკურნალობას გადის 640-მდე პაციენტი და მათგან 39 რეანიმაციულ განყოფილებაშია

2019-01-09 15:00:08+04:00

ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, ამჟამად გრიპის ვირუსით ჰოსპიტალებში მკურნალობას გადის 640-მდე პაციენტი და მათგან 39 არის რეანიმაციულ განყოფილებაში. დავით სერგეენკოს თქმით, 45% არის მაჩვენებელი იმ ადამიანების, რომლებმაც ექიმს ვირუსის გამოვლენისთანავე მიმართეს. ამასთან მინისტრმა აღნიშნა, რომ ახლად დავირუსებულთა მაჩვენებლები იკლებს, თუმცა მიმდინარეობა ისევ რჩება მძიმედ. დავიტ სერგეენკო მოქალაქეებს მოუწოდებს ექიმს გრიპის ვირუსის პირველივე სიმპტომები გამოვლენისთანავე მიმართონ.