ვირუსით გარდაცვლილი 10 თვის ჩვილი - ოჯახის ინფორმაციით ბავშვი კლინიკიდან ცხელების მიუხედავად გაწერეს - Palitra News

ვირუსით გარდაცვლილი 10 თვის ჩვილი - ოჯახის ინფორმაციით ბავშვი კლინიკიდან ცხელების მიუხედავად გაწერეს

2019-01-09 10:16:52+04:00

გორში გარდაცვლილი 10 თვის ბავშვის ცხედარი გვიან ღამით ყვარლის რაიონში გადაასვენეს. ბავშვის გარდაცვალების მიზეზად მშობლები H1N1 ვირუსს გამორიცხავენ. როგორც გარდაცვლილი გოგონას დედა აცხადებს, ბავშვს თავდაპირველად ყვარლის სავადმყოფოში წითელა დაუდგინდა, მოგვიანებით კი ფილტვების უკმარისობის გამო თბილისში გადაიყვანეს.ნინო ჩახვაშვილი ს თქმით, თბილისის საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ შვილის მკურნალობას სახლში აგრძელებდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დასტაბილურდა, თუმცა არსებული ინფორმაციით 31 დეკემბერს ბავშვის მდგომარეობა ისევ დამძიმდა და ის უკვე გორის ბავშვთა და დედათა ცენტრ "იავნანაში" მოათავსეს. ცენტრის ექიმის განცხადებით ოჯახმა თბილისის ინფექციური საავადმყოფო თვითნებურად დატოვა და ცენტრ "იავნანადანაც" ბავშვი საკუთარი ნებით წაიყვანა. გარდაცვლილ გოგონას ექსპერტიზა სამხარაულის სახელობის ეროვნულ ბიუროში უკვე ჩაუტარდა. ფაქტზე გამოძიება 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.