საქართველოში ე.წ. ღორის გრიპის 158 შემთხვევაა დაფიქსირებული - Palitra News

საქართველოში ე.წ. ღორის გრიპის 158 შემთხვევაა დაფიქსირებული

2019-01-07 13:10:12+04:00

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ამ დროისთვის, ქვეყანაში ე.წ. ღორის გრიპის 158 შემთხვევაა დაფიქსირებული. მისი თქმით, შექმნილი ვითარების ფონზე, ჯანდაცვის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება ე.წ. პირველადი ჯანდაცვის პროტოკოლის შესახებ და თბილისში, ჯანდაცვის 5 დაწესებულება გადავიდა საგანგებო მუშაობის რეჟიმზე.