რუსთავის მიკროავტობუსები ისევ ძველი ტარიფით იმოძრავებენ - ახალი ტარიფის მაჩვენებელი დაფა რუსთავის მერმა პირადად ჩამოხსნა - Palitra News

რუსთავის მიკროავტობუსები ისევ ძველი ტარიფით იმოძრავებენ - ახალი ტარიფის მაჩვენებელი დაფა რუსთავის მერმა პირადად ჩამოხსნა

2019-01-06 16:33:55+04:00

რუსთავის მიკროავტობუსები ისევ ძველი ტარიფით იმოძრავებენ - ახალი ტარიფის მაჩვენებელი დაფა სამარშრუტო ტაქსში რუსთავის მერმა პირადად ჩამოხსნა. მოსახლეობის ნაწილი ტარიფის გაზრდას მერიის შენობასთან აპროტესტებდა ისინი პასუხისმგებლობას მერიას აკისრებდნენ. ირაკლი ტაბაღუა აქციის მონაწილეებს შეხვდა და განუმარტა, რომ მძღოლებმა ფასი თვითნებურად გაზარდეს.შეგახსენებთ, მიკროავტობუსის მძღოლებმა მგზავრობის საფასური გასული წლის დეკემბერში ლარნახევრიდან ორლარამდე გაზარდეს და ტარიფის განსაზღვრაზე რუსთავის საკრებულოს შესაბამისი დადგენილება დაარღვიეს.