გრიპის საწინააღმდეგო მედიკამენტი "ტამიფლუ" ოთხ სააფთიაქო ქსელს გადაეცა - Palitra News

გრიპის საწინააღმდეგო მედიკამენტი "ტამიფლუ" ოთხ სააფთიაქო ქსელს გადაეცა

2019-01-06 13:34:13+04:00

გრიპის საწინააღმდეგო მედიკამენტი „ტამიფლუ“ ოთხ სააფთიაქო ქსელს გადაეცა ჯამში მედიკამენტის რაოდენობა 800 ერთეულ კოლოფს შეადგენს. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პრეპარატს იმ რეგიონებში გადაანაწილებენ, სადაც შეიძლება, ისევ დეფიციტი გაჩნდეს. სამინისტრომ სააფთიაქო ქსელებს „ტამიფლუ“ თავისი მარაგიდან გადასცა, ხოლო მას შემდეგ, რაც გრიპის შემთხვევები შემცირდება, კომპანიებს უწყებისთვის პრეპარატის უკან დაბრუნების ვალდებულება ექნებათ. ამასთან, შეგახსენებთ, ჯანდაცვის სამინისტრომ გააფართოვა იმ პირების ჩამონათვალი, ვინც ანტივირუსულ პრეპარატ „ტამიფლუს“ უფასოდ მიიღებს. მედიკამენტის უფასოდ მიღება საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებში სოციალურად დაუცველებს, ბავშვებს, ორსულებსა და ასაკით პენსიონერებს შეუძლიათ.