ბათუმში კაზინო "ინტურისტის" თანამშრომლებმა აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები კაზინოს დახურვას აპროტესტებდნენ. მათი განცხადებით, კაზინოს დახურვის შესახებ წინასწარ არ იყვნენ გაფრთხილეწბულები და მხოლოდ სარემონტო სამუშაოების ჩატარების შესახებ ჰქონდათ ინფორმაცია. თანამშრომლები ორი თვის ხელფასის ანაზღაურებას, კომპენსაციასა და სამსახურში აღდგენას მოითხოვენ. ადგილზე აქციის მონაწილეებთან ერთად სართალდამცველებიც იმყოფებოდნენ.