Globe Soccer Awards-მა რონალდო 2018 წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა - Palitra News

Globe Soccer Awards-მა რონალდო 2018 წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა

2019-01-04 20:35:24+04:00

გლოუბ სოკერ ავარდსმა რამდენიმე ნომინაციაში საუკეთესოები გამოავლინა. საზეიმო ცერემონია დუბაიში ჩატარდა, სადაც არაერთი საფეხბურთო ვარსკვლავი იყო მიწვეული. საუკეთესო ფეხბურთელად "იუვენტუსის" თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ დასახელდა. საუკეთესო მწვრთნელად დიდიე დეშამი მიიჩნიეს, რომლის ხელმძღვანელობითაც საფრანგეთის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო, ხოლო საუკეთესო გუნდად მადრიდის "ატლეტიკო" მიიჩნიეს, რომელმაც ევროპა ლიგის თასი მოიპოვა.