სახურავების ქვეშ მოყოლილები, ქუჩაში შეუძლოდ გამხდარი ადამიანები: ყველაზე დრამატული კადრები ბათუმიდან, სადაც ჩანს, რა ხდებოდა ქუჩებში ქარიშხლის დროს - Palitra News

სახურავების ქვეშ მოყოლილები, ქუჩაში შეუძლოდ გამხდარი ადამიანები: ყველაზე დრამატული კადრები ბათუმიდან, სადაც ჩანს, რა ხდებოდა ქუჩებში ქარიშხლის დროს

2019-01-04 19:53:10+04:00

ძლიერი ქარის გამო ბათუმის სამაშველო სამსახურში ამ დროისთვის 22 გამოძახებაა დაფიქსირებული. როგორც ჟურნალისტებს სამაშველო სამსახურში განუცხადეს, გამოძახებები ძირითადად საცხოვრებელი სახლების სახურავების დაზიანებას და ხეების წაქცევას უკავშირდებოდა.უწყების განმარტებით, ყველა შეტყობინებაზე გასული არიან სამაშველო ბრიგადები და მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. რაც შეეხება ჭავჭავაძის ქუჩას, იქ კვლავ რჩებიან სამაშველო სამსახურის თანამშრომლები. ჭავჭავაძის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის დაზიანებული სახურავი ჩამოვარდა. შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. ასევე, დაზიანდა ქუჩაში მყოფი ორი ავტომობილი. შეფერხდა საავტომობილო მოძრაობა.

იხილეთ:

დაშავებული მოქალაქეები, გადახდილი სახურავები, მოგლეჯილი ხეები და დამტვრეული მანქანები - ძლიერი ქარიშხალი ბათუმში

რას ჰყვება დაზარალებული, რომლის მანქანას დაპარკინგების დროს სახურავი დაეცა და თვითმხილველებმა გამოიყვანეს - "წამდენიმე წამში მთლიანად წამოვიდა ეს შენობა"

დაუმონტაჟებელი კადრები ბათუმიდან, სადაც ქარიშხალმა შენობებს სახურავები გადახადა და ავტომობილები დააზიანა